7 მარტს, 16.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის 303-ე აუდიტორიაში ჩატარდება კვლევის „სოციალური მოძრაობები საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია.
კვლევა ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით და დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
კვლევის ავტორები არიან თსუ-ის ასოცირებული პროფესორები: სალომე დუნდუა და თამარ ქარაია